12/10/2008

ვერმიშელი

მასალა:
ვერმიშელი
არაჟანი (დიდი)
მარილი
პილპილი

მოვხრაკოთ მშრალ ტაფაზე ვერმიშელი რომ გამუქდება დავასხათ არაჟანი კარგად გადავურიოთ და დავამატოთ ოდნავ ანადუღარი წყალი, ცოტა ხანი ისევ ვშუშოთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი!

გემრიელად მიირთვით!

ბეკონის ხრაკული

არაფერი განსაკუთრებული , რაც იყო იმით გავაკეთე და კაი გამოვიდა.
საჭიროა :
თხლად დაჭრილი ბეკონი ერთი შეკვრა
არაჟანი პატარა ქილა
სუნელები (გემოვნებისამებრ)
კვერცხი

ძალიან წვრილად დავჭერი ბეკონი დავყარე ცხელ ტაფაზე (უცხიმოდ რადგან ბეკონს თავისი აქვს) დავიწყე ხრაკვა მანამდე არაჟანს გადავურიე სუნელები .
ბეკონი რომ მოიხრაკა დავათხლიშე კვერცხი გადავურიე და დავბრაწე, ბოლოს კი ზემოდან გადავუსვი სუნელებიან არაჟანი და ცოტა ხანი გავაჩერე ტაფაში.

უგემრიელესი და უნოყიერესი გამოდის, თანაც სულ რაღაც 5 წუთი უნდა :)

9/09/2008

შემწვარი კარტოფილი შავი პილპილით

ახლა ვაპირებ კარტოფილის შეწვას შემდეგი რეცეპტით. 
რეცეპტი ვნახე ფორუმზე მრავალ კარტოფილის შეწვის რეცეპტთა შორის.
კარტოფილს გავთლით ჩვეულებრივად, დავჭრით თხლად და შემდეგ ჩვეულებრივად ვწვავთ ზეთში.
მერე მოვაყრით მარილს და შავ პილპილს. 
ჩემი ეჭვით მოხრაკული ხახვიც მოუხდება ვისაც უყვარს.


პ.ს. პილპილი მოაყარეთ ბოლო ამოტრიალებისას. მე თავიდანვე შევურიე შეწვამდე და არ გამოვიდა კარგი. ხახვი უკვე დაბრაწულს დააყარეთ. თორემ დარბილდება კარტოფილი. 



შემწვარი ვიდზე ძაან ბანძი გამოვიდა და შეუმწვარის სურათს დავდებ.



სტაფილოს სალათა

სუპისგან მორჩენილი სტაფილო, რომელიც სულაც არ მემეტებოდა დასალპობად და ჩემს სახლში ყველა დადებულ ბოსტნეულს ეს ბედი ეწევა - გავთალე, გავხეხე, დავამატე ნიორი და მწვანილი, მოვასხი მაიონეზი - ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია, ასე ვთქვათ.

თვალში მომხვდა უკვე აგერ მეოთხე პოსტში რომ ვახსენებ, ის ხორცის ნაჭერი, რომელიც უნდა გადამეგდო, და იდეა დამებადა. ავირე, მოხარშული რადგან იყო, კარგი ხორცები ადვილად სცილდებოდა, მოვაჩიჩქნე და ავურიე ამ სტაფილოში.

აუ, რა გემრიელი იყო, რა გემრიელი იყო!

უბრალო სუპი

ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ - მორჩენილი მქონდა ყოვლად უვარგისი ხორცის ნაწილი.

მოვხარშე. ხორცი ამოვიღე და გავაკეთე იმ ნახარშით სუპი. ჩავყარე შიგნით კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო. ეს ყველაფერი რომ მოიხარშა, დავამატე გახეხილი პამიდორი, მერე - ქინძი, ოხრახუში,ნიორი, წიწაკა და ბოლოს - ანაკომი ჩავაფშვენი.

გემრიელი იყო, მაგრამ მერე ჩემი გათიშულობიდან გამომდინარე ჩაიდნის მაგივრად ამ სუპის ქვაბს შევუნთე გაზზე ცეცხლი და გავაგრძელე ცხოვრება. როცა შევეჭვდი, რატომ არ სტვენს აქამდე-თქო, გავედი და რას ვხედავ, წყალს იშრობს და იშრობს ეს ჩემი სუპი, კიდევ კარგი - მიწვაზე არ იყო გადასული.

გამისკდა გული, იმედი მქონდა, რომ ხვალაც გვექნებოდა საჭმელად. და გავსინჯე... შესქელებული იყო და ბევრად უფრო გაგემრიელებული O.o

უტილიზაცია By Kissie

ჩემი დევიზია - არ გადავყარო არაფერი, რა პროდუქტიც მომრჩება საჭმლის კეთების პერიოდში! არა გასაჭირის და რამის გამო, უბრალოდ, მოულოდნელი ბედნიერებები წარმოიქმდება ხოლმე ამ მონარჩენებისგან.

აი მაგალითად, ამასწინანდელი სოუსისათვის ნაყიდი ხორცის მატარა ნაწილი მომრჩა, ძარღვიანი იყო ძალიან და ვერც კი დავჭერი, რაც შემოვაჭერი ხომ კაი, დანარჩენს - შევუძახე მაცივარში. დღეს გაკეთებული ორივე კერძი მაგალითად - ამ ერთი გუნდა გადასაგდები ხორცის გაკეთილშობილებულია. ))

შემდეგი ორი პოსტი ეთმობა დღევანდელ ორ კერძს. :D

9/08/2008

ხორცის სოუზი

კულინარიის განყოფილების უქონლობამ დიდ სტრესში ჩამაგდო და მომიწია სოუზის ყოველგვარი მითითების გარეშე გაკეთება )) მაგრამ გემრიელი გამოვიდა.

მოვხარშე ხორცი, პატარაზე დაჭრილი (ძალიან პატარაზეც არა, აის ადრაც საშუალო მწვადის ნაჭრის ნახევრები რა) კაი ხანს ვხარშე დაბალ ცეცხლზე რა, მერე ჩავყარე ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, კარტოფილი რომ მოიხარშა - ხახვი (ასევე წვრილად დაჭრილი), სადღაც 5 წუტში - დახეხილი პამიდორი. მერე ისევ დაბალ ცეცხლზე ვამყოფე და ბოლოს რა თქმა უნდა, მწვანილი (ქინძი, პეტრუშკა) და ნიორი, და წიწაკა.

პირველად გავაკეთე ცხოვრებაში : )

ნიუანსებს მომდევნო გაკეთებაზე დავამუღამებ. ისე საკაიფო იყო, ხორციანის პონტშიც გამისწორდა და წვნიანის პონტშიც.

ბადრიჯანი სატენით

აიღეთ მსხვილი ბადრიჯანი, გააცალეთ კანი. თუ გრძელია მაშინ გაჭერით სიგანეზე ისე რომ 8-10 სმ-ის ზომის ნაჭრები გამოვიდეს. გული გამოთალეთ ღრმად ისე რომ 0.5სმ-ის სისქის კედლები დარჩეს. მეორე ბოლო არ უნდა გაიხსნას ან გაიხვრიტოს გულის გამოღების დროს. 
გამოღებული გული დაკეპეთ წვრილად და მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ ბულგარული წვრილად დაჭრილი, ქინძი, ნიახური და ხმელი სუნელი, ნიორი, მარილი, პილპილი. ეს ყველაფერი კარგად ჩაშუშეთ. ამ მასით გამოტენეთ გაწმენდილი ბადრიჯანი, ოღონდ პირამდე ნუ აავსებთ, და შეწვით ორივე მხრიდან.



© tukula 

პომიდორი სატენით

აიღეთ პატარა ზომის მკვრივი წითელი პომიდვრები. ყუნწის მხარე მრგვალად მოაჭერით, თესლები გამოწმინდეთ. ცალკე ჯამზე შეურიეთ ცოტა მაიონეზი, ცოტა ყველი, თუ გაბედავთ კვერცხიც, სოკო, სოსისი, ტარხუნა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, მოკლედ რაც მოგეპოვებათ მაცვარში გემოვნების მიხედვით. ამ მასით გამოავსეთ პომიდორი და შედგით ღუმელში 10 წთ.



© tukula

ბოსტნეულის კატლეტი

კარტოფილი, 500 კგ - დაჭერით პატარა კუბიკებად და მოხარშეთ ორთქლში.(არ დაჭყლიტოთ)
ბროკოლი, 2 ჭიქა - (დაჭერიდ წვრილად არ მოხარშოთ, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ)
ისპანახი, 1 ჭიქა - (გაიმეორეთ ბროკოლის მომზადების წესი)
მწვანე გაროხი - 1 ჭიქა (კაია თუ გაროხიც ხრაშუნაა)
პური შავი ან თეთრი, 2 ნაჭერი - არ დაალბოთ, დანამეთ და გაატარეთ ან რამენაირად დაფშვენით.
ხახვი თეთრი ან მწვანე, ნახევარი ჭიქა - (გატარებული ან წვრილად დაჭრილი)
პეტრუშკა

ქინძი
ნიორი
პილპილი

მარილი
წიწაკა
ოდნავ ხმელი სუნელები
ამ ყველაფერს აურევთ კოვზით (ხელით არა, აიზილება) კარგად და პატარა გუნდებს შეწვავთ საფანელში გამოვლებულს. (გამოდის გემრიელი და ხრაშუნა კატლეტი)

პ.ს. ჩემებურ ვარიანტს გეტყვი როგორ მივირთმევ: პიტა ბრედში ვდებ ამ კატლეტს, ვასხამ ბაჟეს ზემოდან და ვაყრი ნებისმიერ სალათს. ეს იქნება კიტრი პომიდორი (პატარა კუბიკებად დაჭრილი ან კომბოსტოს სალათა) და კიდევ ვასხავ ბაჟეს ზემოდან. 




© zviangi

შემწვარი კარტოფილი ყველისა და მაიონეზის სოუსით

ვიღებთ ჟარონას და ვასხავთ მასზე ზეთს, შემდეგ ვაყრით დაჭრილ ოდნავ მარილმოყრილ კარტოფილს (თუ გიყვართ კარტოფილს სვანურ მარილში შეგიძლია აურიოთ, უბრალოდ მარილის ნაცვლად) (500გრ - 800გრ) და ვდგავთ აირღუმელში. შეგდაშიგ უნდა ვურიოთ რომ არ დაიწვას, მზად რომ იქნება ზემოდან ვასხამთ სიოუსს, 


სოუსი:
ვიღებთ 300-350 გრამ ახალ ყველს და ვხეხავთ, ვამატებთ დაახლოებით 100 გრამ მაიონეზს, 50გრ რძეს ან ნაღებს და ვთქვიFავთ ისე რომ მივიღოთ არაჟნისებური მასა, შემდეგ ამ მასას ვასხამთ შემწვარ კარტოფილზე, თანაბრად ვანაწილებთ მთელ ჟარონაზე და ისევ ვდგავთ ღუმელში. მზადაა მაშინ, როცა სოუსი შევარდისფრდება.



© BadbadGirl

ახალი კარტოფილი

აიღებთ საშუალო ზომის კარტოფილებს, გააცლით კანს და ცოტას დაამარილებთ.
აგრეთვე საჭიროა ლორი (დაფასოებული რომ არის, დაჭრილი, გრძელი, წვრილი ლორი) და ხის ჩხირები (კბილების რომაა ის, ოღონდ უხმარი biggrin.gif biggrin.gif)
მოკლედ აიღებთ ერთ ვიჩინას, მოახვევთ ერთ კარტოფილს და დაამაგრებთ ერთი ჩხირით და ასე შემდეგ რამდენიც გინდათ.
შემდეგ დააწყობთ ცხიმწასმულ ჟარონაზე და შეწვავთ დაბალ ცეცხლზე ჰაერღუმელში. სუფრაზე მიტანისას დააწყვეთ სალათის ფურცლებით "მორთულ" თეფშზე.
გემრიელიცაა და ლამაზიც. 



© Kesi

8/26/2008

პიურე !


ინგრედიენტები:
კარტოფილი
მწვანილები (გემოვნების მიხედვით)
პილპილი
ხახვი
მარილი
რძე
კარაქი
კვერცხი
ყველი


ვარიანტი #1
ვხარშავთ კარტოფილს, მერე ვჭყლეტთ. ვამატებთ რძეს ცოტა ისე რომ არც ძალიან გათხელდეს მაგრამ არც ზალიან სქელი დარჩეს. მერე წვრილად დაჭრილ მწვანილს და მარილ-პილპილს ვამატებთ. ამ ვარიანტს მოშუშული (ზეთში გაოქროსფერებამდე) ხახვიც უხდება.

ვარიანტი # 2
ისევ დაჭყლეტილ კაროფილს ვამატებთ კარაქს , სასურველია არ ჰქონდეს კოსტები კარტოფილს. ვახლით კვერცხს (თუ რა თქმა უნდა არ გზიზღთ უმი კვერცხი) ვურევთ ბლენდერში (საკაიფოდ ითქვიფება, ნუ თუ არა ხელიტაც მოჟნა) ვამატებთ პილპის და მარილს.

ვარიანტი # 3
მოკლედ კარგად აზელილ ცხელ კაროფილს ვახეხავთ ყველს ისევ ვზელთ, ვამატებთ მარილს და მწვანილს :)

მოკლედ სულ ესაა.

ცანაწერი და რეცეპტები ეძღვნება მროველჩეგს

sorry for შეცდომზ :)

7/13/2008

მაკარონლათი

ინგრედიენტები:
დახვეული მაკარონი
არაჟანი
პომიდორი
მწვანილი
შაშხი (ლორი)
ყველი
სოკო
სიმინდის მწნილი
მწვანილი
და მომჟავო მოტკბო სოუსი(ან სოიო)



მომზადების წესი:
ვხარშავთ მაკარონს, ვბრაწავთ ლორს. შემდეგ ყველაფერს ვაქუცმაცებთ ვყრით ერთად, ვურევთ. გემოვნებით ვამატებთ პილპილს, მარილს და სოუსს.

გემრიელად მიირთვით ცივად .

7/03/2008

პიკანტური ტოსტი

ტოსტისათვის აუცილებელი მასალა:

დაჭრილი პური (swiss baker-ის ჯობია)
ვიოლა წასასმელი(მდნარი ყველი)
მარწყვი ცოცხალი
ალუბალი ცოცხალი ან დაშაქრული
ცხიმი (კარაქი ან ზეთი )

მომზადების წესი #1
ვხუხავთ(ვბრაწავთ) პურებს ტაფაში ცხიმზე გადმოგვაქვს ქაღალდის ხელსახოცზე დასაწრეტად, რომ გაგრილდება და დაიწრიტება ვუსვამთ საშუალო ფენა ვიოლას და ზედ ვაწყობთ შუაზე გაჭრილ მარწყვს ან ალუბალს .
გემრიელად მიირთმევა ჩაისთან ერთად

მომზადების წესი #2

ვხუხავთ პურს სპეციალურ ელექტრო ტოსტერში და სანამ თბილია პური ვუსვამთ ვიოლას , ვჭრით წვრილად ალუბალს ან მარწყვს და ვაყრით პურს.
გემრიელად მიირთმევა ჩაისთან ერთად .


Tip: ვისაც არ უყვარს ვიოლა შეუძლია არაჟანი გამოიყენოს ასევე ძალიან გემრიელია!

Bon Apetit!

7/02/2008

ჩაშუშული კომბოსტო

ეს არის კერძი, რომელიც მთლიანობაში 5 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ.

ავიღებთ ერთ კილოგრამიან კომბოსტოს, ვრეცხავთ კარგად და ვჭრით წვრილად. ისე, რომ გამოვიდეს დაახლოებით 5-6 სმ წვრილი ზოლები.
შემდეგ დაჭერით წვრილად ხახვი და ჩაშუშეთ ბლომად ზეთში.
ხახვი რომ გაოქროსფერდება, მოათავსეთ დაჭრილი, გამზადებული კომბოსტო ქვაბში და დააფარეთ თავზე. (ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ კომბოსტო არ მიიწვას ანუ ქვაბის ძირს უნდა ფარავდეს კარგად.)
დრო გამოშვებით ამოურიეთ რომ მიწვის საშიშროება კვლავ და კვლავ ავიცილოთ თავიდან.
ამასობაში დაჭერით მწვანილი. (ქინძი, კამა და ოხრახუში)
როცა კომბოსტო კარგად ჩაიშუშება, დაასხით კიკნოსის (ტომატ პასტა) ყველაზე პატარა კონსერვი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით, დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი, ამოურიეთ და კიდე 5 წუთი აცალეთ.
როცა შეატყობთ, რომ კერძი მზად არის, ჩაყარეთ დაჭრილი მწვანილი, ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და გამორთეთ გაზი.

ამ კერძს ძალიან უხდება არაჟანი ან მაიონეზის სოუსი.

6/09/2008

აჯაფსანდალი

დღეს გავაკეთე და კოტე აღფრთოვანებული დარჩა.

გვჭირდება:
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კილო ბადრიჯანი
  • 1 კილო კარტოფილი
  • 5 ცალი საშუალო პომიდორი
  • 1 ”კიკნოსის” ყველაზე პატარა კონსერვი
  • თითო კონა:
    • ოხრახუში
    • კამა
    • ქინძი
    • რეჰანი
ვიღებთ დიდ ქვაბს და 2 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ბლომად ზეთში.
ოდნავ რომ გაოქროსფერდება, ვყრით ქვაბში დაჭრილ ბადრიჯანსა და კარტოფილს.

დაჭრის წესი: ბადრიჯანს ვჭრით სიგრძეზე და კიდე სიგრძეზე. მერე კუბიკებად.
ასევე კარტოფილს კუბიკებად, ისე რომ პირში მთლიანად ჩაიდოს ადამიანმა.


როდესაც კარტოფილი კარგად მოიხარშება, ქვაბში ვასხამთ ”კიკნოსს” და ხელით დაჭყლეტილ ცოცხალ პომიდორს.
5 წუთის მერე ქვაბში ჩავუძახებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს (ცოტას მოვიტოვებთ) და გამოვრთავთ ცეცხლს.
სუფრაზე მიტანის წინ თეფშებზე გადმოღებულ აჯაფსანდალს მოვაყრით მორჩენილ ცოცხალ მწვანილს.


P.S. ეს ყველაფერი შესაძლებელია გავიმეოროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკით, რომელსაც ჩავყრით კარტოფილთან და ბადრიჯანთან ერთად, მაგრამ მე არ მიყვარს ბულგარული. :)

6/08/2008

ალადიკები

4 კვერცხი
ერთი არაჟანი ან მაწონი (ერთში ვგულისხმობ სანტეს დიდ ქილას)
1 ჭიქა შაქარი
სოდა
ზეთი
1 ჭიქა ფქვილი


ვთქვეფთ კვერცხს და შაქარს, ვუმატებთ არაჟანს/მაწონს, რომელშიც სოდა ჩავყარე და ამობუჟბუჟდა, + ფქვილს, ერთგვაროვაბნი სმეტანისებრი მასის მიღების შემდეგ - ვუმატებ ზეთს. და ვიწყებ ცხობას.

სწრაფი და უგემრიელესი.

რჩევა №1: ზეთი ტაფას არ წაუსვათ, იმიტომ ვასხამ შიგნით, რომ მერე ტაფაზე აღარ სჭირდება, თორემ როცა ტაფაზე უსვია - ცხიმიანი გამოდის.


უხდება: ტაფლიდან დაწყებული, სმეტანით დამთავრებული, გემოვნების მიხედვით.

რჩევა №2: სახლში თუ იპოვით ალუბალს, ბლენდერში ჩახარეთ გამოკურკული + სმეტანა, ათქვიფეთ და ეს მუსი გადაუსვით ალაძიკებს, იქნება ღვთაებრივი : )) მე ბალი ვუქენი ალუბლის ნაცვლად, პროსტა ტკბილი გამოვიდა და ალუბლის სიმჟავე მაგრად მოუხდება.

ბადრიჯანი

ვხრაკავთ ხახვს, ვაყრით ბადრიჯანს, ასე ოთხკუთხედებად დაჭრილს და ვთუშავთ ცოტა ხანი. მერე ზემოდან მრგვლად დაჭრილი პამიდორი და ცოტა ბულგარული. და უამრავი მწვანილეულ-სუნელეულობა, ნიორი.

ბადრიჯანს ჰგავს, მაგრამ მსუბუქია - კარტოფილის უქონლობის გამო. მოკლედ, ბადრიჯანია რა : )) მიყვარს!

გემრიელია როგორც მაშინვე, ასევე გაცივების შემდეგ, ასევე მეორე დღეს საჭმელად.

5/31/2008

ყვავილოვანი კომბოსტო

ხარშავ ყვავილოვან კომბოსტოს ოღონდ ისე, რომ ძლიან არ დაიშალოს ანუ არ ჩახარშავ.
გადმოიღებ ლანგარზე, გააცივებ;
ცალკე ათქვეფ კვერცხს.
ამოავლებ შიგ მოხარშულ კომბოსტოს, მერე საფანელში ამოავლებ.
მობრაწავ ტაფაზე და ვუალა!

არაჟნით ან მაიონეზით უნოყიერესი, უჯანმრთელესი და უგემრიელესია.

ალუბლის ნამცხვარი

ერთი ცალი კარაქი (ან მარგარინი) დავდოთ სითბოში დასარბილებლად.
ამასბაში გავარჩიოთ ალუბალი კურკებისგან. (მე თმის სარჭით ვარჩევ, იგივე ”შპილკით”. თქვენ თუ რამე სხვა უკეთეს იდეა გაქვთ, კომენტარებში დაწერეთ)

დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ და დავუმატოთ ერთი ჩ/ჭ შაქარი.
თითო-თითოდ შევათქვიფოთ 5 ცალი კვერცხი.
+ ვანილი;
+ სოდა ძმრით (1 ჩ/კ სოდა - 1ს/კ ძმარზე);
+ 1 მუჭი გახეხილი კაკალი

ამ ნარევს დავუმატოთ 2 ჩ/ჭ ფქვილი და კრგად ავთქვიფოთ.

უნდა გამოვიდეს არაჟანზე სქელი ცომი.


მოვათავსოთ ცომი წინასწარ გამზადებულ, ცხიმ-მოსმულ და ფქვილ-მოყრილ ფორმაზე.

ახლო-ახლო მოვაწყოთ ალუბლები ზევიდან და შევდგათ ღუმელში.
ვაცხოთ 150°-ზე დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა ამოვიდეს და თითქმის დაფაროს ალუბლები. (ცეცხლი მიეცით ზემოდანაც და ქვემოდანაც, თუკი თქვენს ღუმელს აქვს ამის შესაძლებლობა)

როცა შეატყობთ, რომ ზემოდან ნამცხვარი ოქროსფრად გამოცხვა, ბამბუკის წკირით შევამოწმოთ სიღრმეში გამომცხვარია თუ არა. ანუ ჩავარჭოთ და თუ სისველე ამოყვა კიდე აცალეთ ერთი 5-10 წუთი.


საბოლოოდ, ნამცხვარი ფრთხილად გადმოვიღოთ რაიმე ლანგარზე და ვაცალოთ გაციება.

ზემოდან შეიზლება მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი.
გემოვნების მიხედვით.


გემრიელად მიირთვით :)

5/26/2008

ყაბაყბაყი

მოკლედ ესეიგი დღეს მივირთვი ყაბაყი და გაცნობთ მის უმარტივეს და უგემრიელეს მომზადების ხერხს!

გვჭირდება:
5 ცალი საშუალო ყაბაყი
ფქვილი და საფანელი (ანუ კატლეტის ორცხობილა)
ზეთი
პილპილი და მარილი

რა ხდება :
ვჭრით ყაბაყუმას მრგვლებად და თხლად იმდენად რომ არ დარჩეს შიგნით რბილი შეწვისას, ვამარილებთ გემოვნებით, ვავლებთ ფქვილსა და საფანელში, ვაცხელებთ ზეთს და შეწვის დროს ვაყრით პიპილს სურვილისამებრ. ყაბაყი სწრაფად იწვება ამიტომ მეთვალყურეობა უნდა.


რჩევა- შესაძლებელია ასევე კვერცხში ამოვლება თუ გინდათ რომ მოყიყლიყო რაღაც მიიღოთ :)

რჩევა- ძალიან გემრიელია მაიონეთან და არაჟანთან ერთად :)

5/14/2008

ომლეტი მწვანე ხახვით

სვითის გავუზიარე ეს ამასწინათ, ისე აქაც დავდებ.


საჭიროა:

კვერცხი
მწვანე ხახვი


ვჭრით მწვანე ხახვს წვრილად, ვყრით უკვე ათქვეფილ კვერცხში, მარილი გემოვნებით - და ვწვავთ.

რეკომენდებულია: პამიდორთან ერთად.

დოდკას იდეები საუზმისთვის vol.1

ამოვიდა ყელში ყოველ დილით ფაფა, ფაფა... კი მიყვარს, განსაკუთრებით მას მერე, რაც გრეჩიხის ვიპოვე, მაგრამ მაინც...

მოდი დავწეროთ საუზმის იდეები (სვით, შენს პოსტს დაარქვი სვითის იდეები საუზმისთვის, ლილიან შენ - ლილიანის იდეები საუზმისთვის, შესაბამისად), ჩამოვყაროთ, რაც გაგვახსენდება:

  1. ფაფა. მანიქაშა არა, ავსიანკა - დააყრი რძის ფხვნილს [საბავშვო კვების "ნიდო"-ს ვყიდულობთ რძის ფხვნილად ყავისთვის და ფაფებისთვის], შაქარს, ოდნავ მარილს, დაასხამ ადუღებულ წყალს და 5 წუთში მზადაა.
  2. ყიყლიყო. უადვილესი, ძალიან გემრიელი: პურს ვავლებთ ათქვეფილ კვერცხში [შეიძლება დაემატოს რძეც] და ვწვავთ. 10 წუთის საქმე.
  3. ყველა სახის ბუტერბროდები.
  4. შემწვარი ძეხვი.
  5. გლაზუნია. [ანუ აუთქვეფავად შემწვარი კვერცხი].

კიდევ, კიდევ კიდევ???

5/13/2008

ქათამი ”ლილვანურად”

მოკლედ ვიღებთ:

ქათმის (სადიასას ძირითადად) ძუძუკებს (ანუ თეთრ ხორცს) 1 შეკვრას
მაიონეზს 2 შეკვრას
სუნელებს : ზაფრანა აკა ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წიწაკა და პილპილი, პიტნა მშრალი

რას ვაკეთებთ:

ვხარშავთ ქათამს მარილში დარბილებამდე, გადმოგვაქვს ვაგრილებთ და ვჭრით რამდენადაც ეს შესაძლებელია წვრილად.

ვაცხელებთ ტაფას და ვასხავთ ზეთს, მაშინ როდესც ზეთი სიმხურვალის პიკს მიაღწევს ვყრით ზედ დაჭრილ ქათამს და ვიწყებთ ბრაწვას, ამ დროს კი-

ვიღებთ 2 მაიონეზს ვასხავთ ჯამში და ვამატებთ ადუღებულ გაციებულ წყალს და მიგვყავს ბლანტი სითხის (სოუსის) კონსისტენციამდე, შემდეგ ვამატებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუნელებს სურვილისამებრ (ძირითადად ერთ მწიკვს) კარგად ვურევთ რომ გადანაწილდეს და ვდგავთ მაცივარში გასაცივებლად.

ამ დროისათვის თქვენი ქათამი უკვე დაბრაწულია, და იწყებთ მის გადმოტანას ლანგარზე.
ქათამი უნდა გადმოვიტანოთ ტაფიდან ქაფქირით(დაჩვრეტილი კოვზით) რომ არ გადმოყვეს ზედმეტი ზეთი, ვუსინჯავთ მარილს და სურვილისამებრ სულ ოდნავ კიდევ ვამატებთ, შემდეგ ვიღებთ უკვე გამზადებულ გასაცივებლად მაცივარში შედებულ სოუსს და ვასხავთ ზედ.



მინიშნება/დახმარება/რჩევა: თუ ვერ იშოვით სადიას თეთრ ხორცს შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარკალ-გადანახსენები, მაგრამ ჩათვალეთ რომ ორჯერ მეტი დაგჭირდებათ იმიტომ რომ ისინი ძვლიანებია.

მინიშნება/დახმარება/რჩევა:შეგიძლიათ ქათამს ტაფიდან გადმოღებამდე მოასხათ სოუსი და დატოვოთ 5-7 წუთი, ესეც ძალიან მადისაღმძვრელია და ცოტათი სხვა სტილში გამოდის თუმცა მაგის ცდაც ღირს ;)

სულ ეს იყო გემრიელად მიირთვით :)

5/12/2008

ბრინჯი გარნირად II

საჭიროა:

ბრინჯი
ხახვი
სტაფილო
გალინა ბლანკა ან რამე მსგავსი მამაძაღლობა


ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს ლილიანს ან სვითის უწერია (ავტორი არ ჩანს და...) ამ პოსტში
პარალელურად ვხრაკავთ ხახვს და წვრილად დაჭრილ სტაფილოს. თუ სიტკბოს გაქრობა გინდატ, სტაფილოსთან ერთად ტაფაზე მოაწუწეთ ცოტა ლიმონის წვენი.

ბრინჯის დამზადების მერე ვურევთ მასში მოხრაკულ ხახვს და სტაფილოს.

სოკო მარტივად

მასალა:

ხახვი
ნიორი
მწვანილი (ქინძი, პეტრუშკა)
სუნელები (გემოვნებით)
წიწაკა, მარილი - ტოჟე გემოვნებით
სოკო კონსერვის

ესე იგი, უადვილესია - ვშუშავთ ხახვს, მე ნიორს და მწვანილს ხახვთან ერთად ვშუშავ ხოლმე - არომატისთვის - ან შეგიძლიათ ბოლოსკენაც ქნათ, მერე ვყრით ტაფაზე კონსერვის სოკოს, და ერთიანად ვთუშავთ ამ ყველაფერს, + სუნელები.

ძალიან გემრიელია როგორც არაჟანთან, ასევე მაიონეზთან ერთად.
უხდება პამიდორი.


ვარიაციები:
  • შეიძლება ბოლოსკენ დაემატოს ათქვეფილი კვერცხი.
  • ან წვრილად დაჭრილ სოსისთან/ძეხვთან ერთად გაკეთდეს.

ორივე ნაცადი მაქვს, ორივე ასწორებს.

4/23/2008

ხრამუნა სალათი

ახალი სალათის ცინცხალი რეცეპტი
ვიღებთ:
სალათის ფურცლებს(კარგად გარეცხილს)
მაიონეზს
ორცხობილებს(ტრი კოროჩკი ან რაიმე მსგავსს)
უმარილო ყველს
სიმინდის კონსერვს
კიტრს

ვწიწკნით სალათის ფურცლებს ხელით რაც შეიძლება წვრილად, ვჭრით კიტრს პატარა კვადრატებად, ვხეხავთ ყველს და ვაყრით, ვასხავთ მაიონეზს (ზომიერად ბევრი არ უხდება) და ბოლოს ორცხობილად და სიმინდს. ამ ყველაფერს სულ ცოტათი ვამატებთ მარილსა და პილპილს.

გემრიელად იხრამუნეთ :)

4/20/2008

ბლინი



2 კვერცხს და წყალს ავთქვიფავთ , დავუმატებთ ფქვილს. არაჟანზე თხელი ცომი უნდა გამოვიდეს. + ცოტა ზეთი. ზეთ-წასმულ ტაფაზე ვასხამთ თხლად და ორივე მხრიდან ვწვავთ. მივირთმევთ არაჟნით ან მურაბით.

4/13/2008

სალათი ”რაც ხელთ გაქვს ”

სახლში მოვიძიოთ საშუალო სტანდარტული ბოსტნეულის ნაკრები რაც მოიცავს:
კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ცოტაოდენი მწვანილი(ქინძი”პეტრუშკა”), კიტრი და შესაძლოა პამიდროიც.

ყველა ინგრედიენტს ვასუფთავებთ გულდასმით და ვჭრით ძალიან წვრილად, პამიდორს კი ვაცლით გულს და ისე ვჭრით. კარგად გადავურევთ, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ხოლო იმისათვის რომ ეს სალათი უფრო გემრიელი და ნოყიერი გახდეს შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი სოუსებიდან ერთ ერთი -
მაიონეზი+მშრალი პიტნა/რეჰანი
არაჟანი+ცოტაოდენი ტკბილი მდოგვი
ან ზეთი + ძმარი 1 ჩ.კ


<დამატებითი რჩევა- თუ გაქვთ უმარილო ჭყინტი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ სალათს>
კარგად გადაურიეთ ცოტა ხანი დადგით რომ სოუსი კარგად გაუჯდეს და

გემრიელად მიირთვით!

4/08/2008

ბრინჯი - გარნირად

ვიღებთ გრძელ ბრინჯს და ვავლებთ ბრინჯს ასე 3 ჯერ მდუღარე წყალს.
გადავავლებთ, დავდგამთ 5 წუთით, გადავასხამთ. - ასე 3-ჯერ.

მერე ავიღებთ უკვე სახარში რაოდენობის წყალს.
დუღილს რომ მიაღწევს, დავაყრით გალინა ბლანკას ბულიონს, ნებისმიერ სამ ცალს და დავაცლით ჩაშრობას.
რომ მოიხარშება გადმოვყრით დიდ ლანგარზე და ვაყრით გემოვნებით პილპილს, უცხო სუნელსა და ზაფრანას.

ეს თავისთავად ძალიან გემრიელია.
არაჟნთან ერთად - ფანტასტიური.
შესაძლებელია გამოვიყენოთ შემწვარი ქათმის გარნირად.

4/06/2008

ჩიჟი-ბიჟი

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავასხათ პომიდორი და მოვშუშოთ ერთად.
ამასობაში გავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ.
სულ ვურიოთ.
შევაზავოთ მარილით, პილპილით და სუნელებით (გემოვნებით)
დავამატოთ ნიორი და დაჭრილი მწვანილი.

შესაძლებელია ძეხვთან და სოსისთან ერთად მომზადება.

ჭიშვტარი (არისტოკრატული)

4 ჩ/ჭ მანი და 1 ცალი რბილი მარგარინი ავსრისოთ ხელით ისე, რომ ერთგვაროვანი მასსა მოვიღოთ.
დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი.
1 ქილა მაწონში ჩავყაროთ 1 ჩ/კ სოდა და ჩავასხათ.
დავუმატოთ 3 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა, ავურიოთ ხელით კარგად.
დავამატოთ 0.5 კგ ხელით დასრესილი ჭყინტი მარილიანი ყველი (შესაძლებელია გახეხილიც)

მიღებული მასა ცხიმ წასმულ ღრმა ტაფაზე გავასწოროთ სველი ხელით.
ღუმელში შედგმამდე მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი
ან მოვუსვათ 1 კვერცხის გული.

შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.