4/06/2008

ჩიჟი-ბიჟი

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავასხათ პომიდორი და მოვშუშოთ ერთად.
ამასობაში გავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ.
სულ ვურიოთ.
შევაზავოთ მარილით, პილპილით და სუნელებით (გემოვნებით)
დავამატოთ ნიორი და დაჭრილი მწვანილი.

შესაძლებელია ძეხვთან და სოსისთან ერთად მომზადება.

1 comment:

Lasharela said...

ეჰ, არადა მე მეგონა რომ სწორად ვამზადებდი :)

http://lasharela.blogspot.com/