7/02/2008

ჩაშუშული კომბოსტო

ეს არის კერძი, რომელიც მთლიანობაში 5 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ.

ავიღებთ ერთ კილოგრამიან კომბოსტოს, ვრეცხავთ კარგად და ვჭრით წვრილად. ისე, რომ გამოვიდეს დაახლოებით 5-6 სმ წვრილი ზოლები.
შემდეგ დაჭერით წვრილად ხახვი და ჩაშუშეთ ბლომად ზეთში.
ხახვი რომ გაოქროსფერდება, მოათავსეთ დაჭრილი, გამზადებული კომბოსტო ქვაბში და დააფარეთ თავზე. (ზეთი იმდენი უნდა იყოს, რომ კომბოსტო არ მიიწვას ანუ ქვაბის ძირს უნდა ფარავდეს კარგად.)
დრო გამოშვებით ამოურიეთ რომ მიწვის საშიშროება კვლავ და კვლავ ავიცილოთ თავიდან.
ამასობაში დაჭერით მწვანილი. (ქინძი, კამა და ოხრახუში)
როცა კომბოსტო კარგად ჩაიშუშება, დაასხით კიკნოსის (ტომატ პასტა) ყველაზე პატარა კონსერვი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით, დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი, ამოურიეთ და კიდე 5 წუთი აცალეთ.
როცა შეატყობთ, რომ კერძი მზად არის, ჩაყარეთ დაჭრილი მწვანილი, ამოურიეთ, დაახურეთ თავზე და გამორთეთ გაზი.

ამ კერძს ძალიან უხდება არაჟანი ან მაიონეზის სოუსი.

7 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

zalian gemrieli raga dagimalot da zustad es recepti gamoiyena marom gushin da mivirtvit ugemrielesi kombosto!!

Unknown said...

ძალიან გემრიელი კერძია
დედაჩემი აკეთებს მაგრად

რჩევა: ჭარხალიც დაუმატე ცოტა, ფერი იქნება საკაიფოდ წითელი და გემოც იქნება უკეთესი :)

Katiée.Ge said...

ჭარხალი მართლა ძალიან უხდება, უიმისოდაც გადასარევია.
კიდევ თუ არ დაგეზარებათ რამდენიმე კაკალი ნიგოზი გაარჩიეთ და გატარებული დაამატეთ, ან ნუშიც შეიძლება, ძალიან უხდება.

კიდე ერთი რჩევა, თუკი კომბოსტო ტკბილი არაა, რაც საკმაოდ ხშირია, ჩაშუშვისას ერთი ან სულაც ნახევარი კოვზი შაქარი მოაყარეთ, ისე ბუნებრივად გაატკბილებს, თითქოს კაი ტკბილი კომბოსტო ყოფილიყოს :)))

OTO said...

არა, რა კიკნოსი აგიტყდათ ??? : ) ) )

:CHEF SMILEY:

Sweet said...

ძალიან მიყვარს კიიკნოსიიიი ^_^

Ana-Khatia said...

მე ვუმატებ მოხარშულ ბრინჯს. აბევრებს კიდეც კერძს და რაღაც გემოს ამრავალფეროვნებს. :)

Unknown said...

ძალიან უხდება კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი