6/08/2008

ალადიკები

4 კვერცხი
ერთი არაჟანი ან მაწონი (ერთში ვგულისხმობ სანტეს დიდ ქილას)
1 ჭიქა შაქარი
სოდა
ზეთი
1 ჭიქა ფქვილი


ვთქვეფთ კვერცხს და შაქარს, ვუმატებთ არაჟანს/მაწონს, რომელშიც სოდა ჩავყარე და ამობუჟბუჟდა, + ფქვილს, ერთგვაროვაბნი სმეტანისებრი მასის მიღების შემდეგ - ვუმატებ ზეთს. და ვიწყებ ცხობას.

სწრაფი და უგემრიელესი.

რჩევა №1: ზეთი ტაფას არ წაუსვათ, იმიტომ ვასხამ შიგნით, რომ მერე ტაფაზე აღარ სჭირდება, თორემ როცა ტაფაზე უსვია - ცხიმიანი გამოდის.


უხდება: ტაფლიდან დაწყებული, სმეტანით დამთავრებული, გემოვნების მიხედვით.

რჩევა №2: სახლში თუ იპოვით ალუბალს, ბლენდერში ჩახარეთ გამოკურკული + სმეტანა, ათქვიფეთ და ეს მუსი გადაუსვით ალაძიკებს, იქნება ღვთაებრივი : )) მე ბალი ვუქენი ალუბლის ნაცვლად, პროსტა ტკბილი გამოვიდა და ალუბლის სიმჟავე მაგრად მოუხდება.

5 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

შენ თვითონ ხარ სმეტანა არაჟანია ეგ :P

Katiée.Ge said...

იფ იფ, მომინდა,
ისე კაი ტაფა თუ არ გაქვს, მაშინ უზეთოდ მაინც არ გამოვა მაი ამბავი მე მგონი :))

Anonymous said...

რაღაც არ გამომივიდა.... ნამეტანი თხელია და ცენტრში მაინც არ არის კარგად გამომცხვარი.... ნელ-ნელა ფქვილი ვამატე, მაგრამ არც მაგან უშველა. მიუხედავად ამისა, არომატი ფანტასტიური აქვს. თუ შეგიძლია, ზეთის და სოდის რაოდენობა ზუსტად გვითხარი?.. იქნებ მაგის ბრალია რომ არ გამომივიდა. დიდი მადლობა რეცეპტისთვის!

სოფო

karamelka said...

ეხლა უნდა დავაცხო :მნიამნია:

Anonymous said...

ამ ყველაფერს დაუმატთ ვანილი :)