კარტოფილი ღუმელში
Posted by ჩორვენი¹³საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი
6 კვერცხი
1 დიდი არაჟანი
ბევრი სანელებლები
მარილი
პამიდორი
მწვანილი
ნიგოზი
და რამოდენიმე მეგობარი
რა უნდა გავაკეთოთ:
ვიღებთ კარტოფილს და ვჭრით კვადრატებად, ვამარილებთ და ვყრით ღუმელში ”ჟაროვნია”-ზე, დაბალ ცეცხლზე ვაცდით კარგად მოშუშვას. პარალელურად ვთქვიფავთ კვერცხს არაჟანთან ერთად და ვამატებთ სანელებლებს (რაც გაგიხარდებათ).
კარტოფილი რომ გამზადდება ვუწევთ ცეცხლს ღუმელში და ვბრაწავთ კარტოფილის გარე მხარეს. დაბრაწულ კარტოფილს ვასხვათ ზემოდან უკვე ათქვეფილ ერთგავროვან კვერცხისა და არაჟნის ნაზავს და ისევ ვდებთ ღუმელში საბოლოოდ შესაბრაწათ.
პამიდორებს გავაცალოთ კანი, ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, დავუმატოთ მწვანილი და გატარებული ნიგოზი, შეაზავეთ ძმრით, პილპილითა და მარილით.
ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს მოასხით პამიდვრის სოუსი და გემრიელად მიირთვით.
პ.ს მეგობრები არ შედის საჭმლის რეცეპტში, ისინი უბრალოდ ძალიან ახალისებენ ხოლმე მომზადების პროცესს :)
ყვავილოვანი კომბოსტო ფოთოლთან ერთად
Posted by Sweetფოთლიან ყვავილოვან კომბოსტოს კარგად ვასუფთავებთ ვჭრით პატარა ნაწილებად და ვწალავთ მდუღარე მარილიან წყალში.
იმისათვის რომ ადვილად გადაუწუროთ წყალი. ჯობს თუ ცხაურით ჩააყუდებთ ქვაბში. მე ეგრე ვქენი და ადვილად ამოვიღე მერე.მთავარია ძალიან არ ჩაიხარშოს. უბრალოდ უნდა მოითუთქოს კარგად წყალში / ორთქლში.
როცა კომბოსტოც და ფოთოლიც მოიხარშება (კიდევ ერთხელ: მთავარია არ ჩაგეშალოთ!!!), ვხრაკავთ ხახვს ტაფაზე, ფოთოლს ვჭრით საშუალოდ, კომბოსტოსთან ერთად ვაყრით ტაფაზე და ვშუშავთ ხახვში.
როცა გამზადდება, ვამატებთ ქინძს და კამას. ასევე ბლომად პილპილს და მარილს გემოვნებით.
1:50 AM | Tags: ზეთი, კამა, კომბოსტო, მარილი, პილპილი, ქინძი, ყვავილოვანი კომბოსტო, შავი პილპილი, ხახვი | 1 Comments
ვერმიშელი
Posted by SweetTip: ეს რეცეპტი ზუსტად იგივეა რაც ჩორვენს უწერია წინა პოსტში მაგრამ მე მოვშუშე არაჟნის გარეშე და უკვე მოშუშულს თეფშზე დავუმატე არაჟანი.
როდესაც შეყავისფრდება, ვასხამთ წყალს ისე რომ დაიფაროს და ვხარშავთ ამ წყალში. (თავზე ვაფარებთ ტაფას). ვამატებთ მარილს.
როდესაც ჩაიხარშება ვიღებთ თეფშზე. გემრიელია არაჟნით ან კეჩუპით.
1:43 AM | Tags: ვერმიშელი, კეტჩუპი, მარილი | 0 Comments
ვერმიშელი
Posted by ჩორვენი¹³მასალა:
ვერმიშელი
არაჟანი (დიდი)
მარილი
პილპილი
მოვხრაკოთ მშრალ ტაფაზე ვერმიშელი რომ გამუქდება დავასხათ არაჟანი კარგად გადავურიოთ და დავამატოთ ოდნავ ანადუღარი წყალი, ცოტა ხანი ისევ ვშუშოთ და მოვაყაროთ მარილი და პილპილი!
გემრიელად მიირთვით!
5:02 PM | Tags: ანადუღარი წყალი, არაჟანი, ვერმიშელი, მარილი, პილპილი | 2 Comments
ბეკონის ხრაკული
Posted by ჩორვენი¹³არაფერი განსაკუთრებული , რაც იყო იმით გავაკეთე და კაი გამოვიდა.
საჭიროა :
თხლად დაჭრილი ბეკონი ერთი შეკვრა
არაჟანი პატარა ქილა
სუნელები (გემოვნებისამებრ)
კვერცხი
ძალიან წვრილად დავჭერი ბეკონი დავყარე ცხელ ტაფაზე (უცხიმოდ რადგან ბეკონს თავისი აქვს) დავიწყე ხრაკვა მანამდე არაჟანს გადავურიე სუნელები .
ბეკონი რომ მოიხრაკა დავათხლიშე კვერცხი გადავურიე და დავბრაწე, ბოლოს კი ზემოდან გადავუსვი სუნელებიან არაჟანი და ცოტა ხანი გავაჩერე ტაფაში.
უგემრიელესი და უნოყიერესი გამოდის, თანაც სულ რაღაც 5 წუთი უნდა :)
12:09 AM | Tags: არაჟანი, ზაფრანა, კვერცხი, ლორი, მშრალი პიტნა, პილპილი, სუნელები | 1 Comments






