7/05/2009

კარტოფილი ღუმელში

საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი
6 კვერცხი
1 დიდი არაჟანი
ბევრი სანელებლები
მარილი
პამიდორი
მწვანილი
ნიგოზი
და რამოდენიმე მეგობარი

რა უნდა გავაკეთოთ:
ვიღებთ კარტოფილს და ვჭრით კვადრატებად, ვამარილებთ და ვყრით ღუმელში ”ჟაროვნია”-ზე, დაბალ ცეცხლზე ვაცდით კარგად მოშუშვას. პარალელურად ვთქვიფავთ კვერცხს არაჟანთან ერთად და ვამატებთ სანელებლებს (რაც გაგიხარდებათ).
კარტოფილი რომ გამზადდება ვუწევთ ცეცხლს ღუმელში და ვბრაწავთ კარტოფილის გარე მხარეს. დაბრაწულ კარტოფილს ვასხვათ ზემოდან უკვე ათქვეფილ ერთგავროვან კვერცხისა და არაჟნის ნაზავს და ისევ ვდებთ ღუმელში საბოლოოდ შესაბრაწათ.
პამიდორებს გავაცალოთ კანი, ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, დავუმატოთ მწვანილი და გატარებული ნიგოზი, შეაზავეთ ძმრით, პილპილითა და მარილით.

ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს მოასხით პამიდვრის სოუსი და გემრიელად მიირთვით.



პ.ს მეგობრები არ შედის საჭმლის რეცეპტში, ისინი უბრალოდ ძალიან ახალისებენ ხოლმე მომზადების პროცესს :)

2/23/2009

ყვავილოვანი კომბოსტო ფოთოლთან ერთად

ფოთლიან ყვავილოვან კომბოსტოს კარგად ვასუფთავებთ ვჭრით პატარა ნაწილებად და ვწალავთ მდუღარე მარილიან წყალში.

 
ამასთანავე ვრეცხავთ ქორფა ფოთლებსდა ვამზადებთ მოსაწალად.ცალკე ვაკეთებთ მარიწყალს და ამ ფოთოლსაც ვხარშავთ. მე იგივე კომბოსტოს ნახარშში ვხარშე და კარგი გამოვიდა მაგრამ ვისაც ეჩქარება პარალელურად მოხარშეთ.


იმისათვის რომ ადვილად გადაუწუროთ წყალი. ჯობს თუ ცხაურით ჩააყუდებთ ქვაბში. მე ეგრე ვქენი და ადვილად ამოვიღე  მერე.მთავარია ძალიან არ ჩაიხარშოს. უბრალოდ უნდა მოითუთქოს კარგად წყალში / ორთქლში.


როცა კომბოსტოც და ფოთოლიც მოიხარშება (კიდევ ერთხელ: მთავარია არ ჩაგეშალოთ!!!), ვხრაკავთ ხახვს ტაფაზე, ფოთოლს ვჭრით საშუალოდ, კომბოსტოსთან ერთად ვაყრით ტაფაზე და ვშუშავთ ხახვში.

როცა გამზადდება, ვამატებთ ქინძს და კამას. ასევე ბლომად პილპილს და მარილს გემოვნებით.

ვერმიშელი

Tip: ეს რეცეპტი ზუსტად იგივეა რაც ჩორვენს უწერია წინა პოსტში მაგრამ მე მოვშუშე არაჟნის გარეშე და უკვე მოშუშულს თეფშზე დავუმატე არაჟანი.

ვერმიშელს ვშუშავთ ტაფაზე ძაალიან დაბალ ცეცხლზე და თან ვურევთ განუწყვეტლივ.

როდესაც შეყავისფრდება, ვასხამთ წყალს ისე რომ დაიფაროს და ვხარშავთ ამ წყალში. (თავზე ვაფარებთ ტაფას). ვამატებთ მარილს.
 როდესაც ჩაიხარშება ვიღებთ თეფშზე. გემრიელია არაჟნით ან კეჩუპით.