5/31/2008

ყვავილოვანი კომბოსტო

ხარშავ ყვავილოვან კომბოსტოს ოღონდ ისე, რომ ძლიან არ დაიშალოს ანუ არ ჩახარშავ.
გადმოიღებ ლანგარზე, გააცივებ;
ცალკე ათქვეფ კვერცხს.
ამოავლებ შიგ მოხარშულ კომბოსტოს, მერე საფანელში ამოავლებ.
მობრაწავ ტაფაზე და ვუალა!

არაჟნით ან მაიონეზით უნოყიერესი, უჯანმრთელესი და უგემრიელესია.

ალუბლის ნამცხვარი

ერთი ცალი კარაქი (ან მარგარინი) დავდოთ სითბოში დასარბილებლად.
ამასბაში გავარჩიოთ ალუბალი კურკებისგან. (მე თმის სარჭით ვარჩევ, იგივე ”შპილკით”. თქვენ თუ რამე სხვა უკეთეს იდეა გაქვთ, კომენტარებში დაწერეთ)

დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ და დავუმატოთ ერთი ჩ/ჭ შაქარი.
თითო-თითოდ შევათქვიფოთ 5 ცალი კვერცხი.
+ ვანილი;
+ სოდა ძმრით (1 ჩ/კ სოდა - 1ს/კ ძმარზე);
+ 1 მუჭი გახეხილი კაკალი

ამ ნარევს დავუმატოთ 2 ჩ/ჭ ფქვილი და კრგად ავთქვიფოთ.

უნდა გამოვიდეს არაჟანზე სქელი ცომი.


მოვათავსოთ ცომი წინასწარ გამზადებულ, ცხიმ-მოსმულ და ფქვილ-მოყრილ ფორმაზე.

ახლო-ახლო მოვაწყოთ ალუბლები ზევიდან და შევდგათ ღუმელში.
ვაცხოთ 150°-ზე დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა ამოვიდეს და თითქმის დაფაროს ალუბლები. (ცეცხლი მიეცით ზემოდანაც და ქვემოდანაც, თუკი თქვენს ღუმელს აქვს ამის შესაძლებლობა)

როცა შეატყობთ, რომ ზემოდან ნამცხვარი ოქროსფრად გამოცხვა, ბამბუკის წკირით შევამოწმოთ სიღრმეში გამომცხვარია თუ არა. ანუ ჩავარჭოთ და თუ სისველე ამოყვა კიდე აცალეთ ერთი 5-10 წუთი.


საბოლოოდ, ნამცხვარი ფრთხილად გადმოვიღოთ რაიმე ლანგარზე და ვაცალოთ გაციება.

ზემოდან შეიზლება მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი.
გემოვნების მიხედვით.


გემრიელად მიირთვით :)

5/26/2008

ყაბაყბაყი

მოკლედ ესეიგი დღეს მივირთვი ყაბაყი და გაცნობთ მის უმარტივეს და უგემრიელეს მომზადების ხერხს!

გვჭირდება:
5 ცალი საშუალო ყაბაყი
ფქვილი და საფანელი (ანუ კატლეტის ორცხობილა)
ზეთი
პილპილი და მარილი

რა ხდება :
ვჭრით ყაბაყუმას მრგვლებად და თხლად იმდენად რომ არ დარჩეს შიგნით რბილი შეწვისას, ვამარილებთ გემოვნებით, ვავლებთ ფქვილსა და საფანელში, ვაცხელებთ ზეთს და შეწვის დროს ვაყრით პიპილს სურვილისამებრ. ყაბაყი სწრაფად იწვება ამიტომ მეთვალყურეობა უნდა.


რჩევა- შესაძლებელია ასევე კვერცხში ამოვლება თუ გინდათ რომ მოყიყლიყო რაღაც მიიღოთ :)

რჩევა- ძალიან გემრიელია მაიონეთან და არაჟანთან ერთად :)

5/14/2008

ომლეტი მწვანე ხახვით

სვითის გავუზიარე ეს ამასწინათ, ისე აქაც დავდებ.


საჭიროა:

კვერცხი
მწვანე ხახვი


ვჭრით მწვანე ხახვს წვრილად, ვყრით უკვე ათქვეფილ კვერცხში, მარილი გემოვნებით - და ვწვავთ.

რეკომენდებულია: პამიდორთან ერთად.

დოდკას იდეები საუზმისთვის vol.1

ამოვიდა ყელში ყოველ დილით ფაფა, ფაფა... კი მიყვარს, განსაკუთრებით მას მერე, რაც გრეჩიხის ვიპოვე, მაგრამ მაინც...

მოდი დავწეროთ საუზმის იდეები (სვით, შენს პოსტს დაარქვი სვითის იდეები საუზმისთვის, ლილიან შენ - ლილიანის იდეები საუზმისთვის, შესაბამისად), ჩამოვყაროთ, რაც გაგვახსენდება:

  1. ფაფა. მანიქაშა არა, ავსიანკა - დააყრი რძის ფხვნილს [საბავშვო კვების "ნიდო"-ს ვყიდულობთ რძის ფხვნილად ყავისთვის და ფაფებისთვის], შაქარს, ოდნავ მარილს, დაასხამ ადუღებულ წყალს და 5 წუთში მზადაა.
  2. ყიყლიყო. უადვილესი, ძალიან გემრიელი: პურს ვავლებთ ათქვეფილ კვერცხში [შეიძლება დაემატოს რძეც] და ვწვავთ. 10 წუთის საქმე.
  3. ყველა სახის ბუტერბროდები.
  4. შემწვარი ძეხვი.
  5. გლაზუნია. [ანუ აუთქვეფავად შემწვარი კვერცხი].

კიდევ, კიდევ კიდევ???

5/13/2008

ქათამი ”ლილვანურად”

მოკლედ ვიღებთ:

ქათმის (სადიასას ძირითადად) ძუძუკებს (ანუ თეთრ ხორცს) 1 შეკვრას
მაიონეზს 2 შეკვრას
სუნელებს : ზაფრანა აკა ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, წიწაკა და პილპილი, პიტნა მშრალი

რას ვაკეთებთ:

ვხარშავთ ქათამს მარილში დარბილებამდე, გადმოგვაქვს ვაგრილებთ და ვჭრით რამდენადაც ეს შესაძლებელია წვრილად.

ვაცხელებთ ტაფას და ვასხავთ ზეთს, მაშინ როდესც ზეთი სიმხურვალის პიკს მიაღწევს ვყრით ზედ დაჭრილ ქათამს და ვიწყებთ ბრაწვას, ამ დროს კი-

ვიღებთ 2 მაიონეზს ვასხავთ ჯამში და ვამატებთ ადუღებულ გაციებულ წყალს და მიგვყავს ბლანტი სითხის (სოუსის) კონსისტენციამდე, შემდეგ ვამატებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სუნელებს სურვილისამებრ (ძირითადად ერთ მწიკვს) კარგად ვურევთ რომ გადანაწილდეს და ვდგავთ მაცივარში გასაცივებლად.

ამ დროისათვის თქვენი ქათამი უკვე დაბრაწულია, და იწყებთ მის გადმოტანას ლანგარზე.
ქათამი უნდა გადმოვიტანოთ ტაფიდან ქაფქირით(დაჩვრეტილი კოვზით) რომ არ გადმოყვეს ზედმეტი ზეთი, ვუსინჯავთ მარილს და სურვილისამებრ სულ ოდნავ კიდევ ვამატებთ, შემდეგ ვიღებთ უკვე გამზადებულ გასაცივებლად მაცივარში შედებულ სოუსს და ვასხავთ ზედ.



მინიშნება/დახმარება/რჩევა: თუ ვერ იშოვით სადიას თეთრ ხორცს შეგიძლიათ გამოიყენოთ ბარკალ-გადანახსენები, მაგრამ ჩათვალეთ რომ ორჯერ მეტი დაგჭირდებათ იმიტომ რომ ისინი ძვლიანებია.

მინიშნება/დახმარება/რჩევა:შეგიძლიათ ქათამს ტაფიდან გადმოღებამდე მოასხათ სოუსი და დატოვოთ 5-7 წუთი, ესეც ძალიან მადისაღმძვრელია და ცოტათი სხვა სტილში გამოდის თუმცა მაგის ცდაც ღირს ;)

სულ ეს იყო გემრიელად მიირთვით :)

5/12/2008

ბრინჯი გარნირად II

საჭიროა:

ბრინჯი
ხახვი
სტაფილო
გალინა ბლანკა ან რამე მსგავსი მამაძაღლობა


ვაკეთებთ ყველაფერს ისე, როგორც ეს ლილიანს ან სვითის უწერია (ავტორი არ ჩანს და...) ამ პოსტში
პარალელურად ვხრაკავთ ხახვს და წვრილად დაჭრილ სტაფილოს. თუ სიტკბოს გაქრობა გინდატ, სტაფილოსთან ერთად ტაფაზე მოაწუწეთ ცოტა ლიმონის წვენი.

ბრინჯის დამზადების მერე ვურევთ მასში მოხრაკულ ხახვს და სტაფილოს.

სოკო მარტივად

მასალა:

ხახვი
ნიორი
მწვანილი (ქინძი, პეტრუშკა)
სუნელები (გემოვნებით)
წიწაკა, მარილი - ტოჟე გემოვნებით
სოკო კონსერვის

ესე იგი, უადვილესია - ვშუშავთ ხახვს, მე ნიორს და მწვანილს ხახვთან ერთად ვშუშავ ხოლმე - არომატისთვის - ან შეგიძლიათ ბოლოსკენაც ქნათ, მერე ვყრით ტაფაზე კონსერვის სოკოს, და ერთიანად ვთუშავთ ამ ყველაფერს, + სუნელები.

ძალიან გემრიელია როგორც არაჟანთან, ასევე მაიონეზთან ერთად.
უხდება პამიდორი.


ვარიაციები:
  • შეიძლება ბოლოსკენ დაემატოს ათქვეფილი კვერცხი.
  • ან წვრილად დაჭრილ სოსისთან/ძეხვთან ერთად გაკეთდეს.

ორივე ნაცადი მაქვს, ორივე ასწორებს.