9/09/2008

სტაფილოს სალათა

სუპისგან მორჩენილი სტაფილო, რომელიც სულაც არ მემეტებოდა დასალპობად და ჩემს სახლში ყველა დადებულ ბოსტნეულს ეს ბედი ეწევა - გავთალე, გავხეხე, დავამატე ნიორი და მწვანილი, მოვასხი მაიონეზი - ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია, ასე ვთქვათ.

თვალში მომხვდა უკვე აგერ მეოთხე პოსტში რომ ვახსენებ, ის ხორცის ნაჭერი, რომელიც უნდა გადამეგდო, და იდეა დამებადა. ავირე, მოხარშული რადგან იყო, კარგი ხორცები ადვილად სცილდებოდა, მოვაჩიჩქნე და ავურიე ამ სტაფილოში.

აუ, რა გემრიელი იყო, რა გემრიელი იყო!

1 comment:

Katiée.Ge said...

ეს მოუშუშავი იყო როგორც მივხვდი ხო?
მოშუშულზე ერთი რჩევა უბრალოდ, სტაფილო ყოველთვის არაა ხოლმე ტკბილი და მოშუშვისას ნახევარ კოვზ შაქარს თუ მოაყრი, ისე ტკბილდება, ცარიელ მოშუშულ სტაფილოსაც შეჭამს კაცი :D