4/06/2008

ჭიშვტარი (არისტოკრატული)

4 ჩ/ჭ მანი და 1 ცალი რბილი მარგარინი ავსრისოთ ხელით ისე, რომ ერთგვაროვანი მასსა მოვიღოთ.
დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი.
1 ქილა მაწონში ჩავყაროთ 1 ჩ/კ სოდა და ჩავასხათ.
დავუმატოთ 3 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა, ავურიოთ ხელით კარგად.
დავამატოთ 0.5 კგ ხელით დასრესილი ჭყინტი მარილიანი ყველი (შესაძლებელია გახეხილიც)

მიღებული მასა ცხიმ წასმულ ღრმა ტაფაზე გავასწოროთ სველი ხელით.
ღუმელში შედგმამდე მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი
ან მოვუსვათ 1 კვერცხის გული.

შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.

4 comments:

Katiée.Ge said...

საიტით აღვფრთოვანდი, მაგრამ აი ეს ნამდვილად არ არის ჭვიშტარი :D
პირველ რიგში იმიტომ, რომ ჭვიშტარი ყველის და მჭადის კომბინაციაა და თან ტაფაში ცხვება, ზეთში :D
მოკლედ, ეს არისტოკრატული რაღაც გემრიელი უნდა იყოს, მაგრამ ჭვიშტართან საერთო არაფერი აქვს :) თან ვერ ვხვდები, უფქვილოდ როგორ უნდა გამოცხვეს :)
მაპატიეთ შემოჭრისათვის :D

Anonymous said...

WOw!

freemangabriel said...

ჩვენს რთულ და დაძაბულ დროში, ალბათ ნებისმიერ ადამიანს უჩნდება ფულის სესხების აუცილებლობა. საუკეთესო კრედიტორების მოსაძებნად, ჯობია ისარგებლოდ მინი კრედიტი. შედარების დროს უფრო იოლია საუკეტესო ვარიანტის არჩევა!

Unknown said...

ჭადის ფქვილი არ უნდა? ვერ მივხვდი... ძალიან მსუყე გამოვა, ჩემის აზრით... ისე, ღუმელში გამოცხობა - კარგი იდეაა, უფრო ჯანსაღია.