6/09/2008

აჯაფსანდალი

დღეს გავაკეთე და კოტე აღფრთოვანებული დარჩა.

გვჭირდება:
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კილო ბადრიჯანი
  • 1 კილო კარტოფილი
  • 5 ცალი საშუალო პომიდორი
  • 1 ”კიკნოსის” ყველაზე პატარა კონსერვი
  • თითო კონა:
    • ოხრახუში
    • კამა
    • ქინძი
    • რეჰანი
ვიღებთ დიდ ქვაბს და 2 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ბლომად ზეთში.
ოდნავ რომ გაოქროსფერდება, ვყრით ქვაბში დაჭრილ ბადრიჯანსა და კარტოფილს.

დაჭრის წესი: ბადრიჯანს ვჭრით სიგრძეზე და კიდე სიგრძეზე. მერე კუბიკებად.
ასევე კარტოფილს კუბიკებად, ისე რომ პირში მთლიანად ჩაიდოს ადამიანმა.


როდესაც კარტოფილი კარგად მოიხარშება, ქვაბში ვასხამთ ”კიკნოსს” და ხელით დაჭყლეტილ ცოცხალ პომიდორს.
5 წუთის მერე ქვაბში ჩავუძახებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს (ცოტას მოვიტოვებთ) და გამოვრთავთ ცეცხლს.
სუფრაზე მიტანის წინ თეფშებზე გადმოღებულ აჯაფსანდალს მოვაყრით მორჩენილ ცოცხალ მწვანილს.


P.S. ეს ყველაფერი შესაძლებელია გავიმეოროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკით, რომელსაც ჩავყრით კარტოფილთან და ბადრიჯანთან ერთად, მაგრამ მე არ მიყვარს ბულგარული. :)

6/08/2008

ალადიკები

4 კვერცხი
ერთი არაჟანი ან მაწონი (ერთში ვგულისხმობ სანტეს დიდ ქილას)
1 ჭიქა შაქარი
სოდა
ზეთი
1 ჭიქა ფქვილი


ვთქვეფთ კვერცხს და შაქარს, ვუმატებთ არაჟანს/მაწონს, რომელშიც სოდა ჩავყარე და ამობუჟბუჟდა, + ფქვილს, ერთგვაროვაბნი სმეტანისებრი მასის მიღების შემდეგ - ვუმატებ ზეთს. და ვიწყებ ცხობას.

სწრაფი და უგემრიელესი.

რჩევა №1: ზეთი ტაფას არ წაუსვათ, იმიტომ ვასხამ შიგნით, რომ მერე ტაფაზე აღარ სჭირდება, თორემ როცა ტაფაზე უსვია - ცხიმიანი გამოდის.


უხდება: ტაფლიდან დაწყებული, სმეტანით დამთავრებული, გემოვნების მიხედვით.

რჩევა №2: სახლში თუ იპოვით ალუბალს, ბლენდერში ჩახარეთ გამოკურკული + სმეტანა, ათქვიფეთ და ეს მუსი გადაუსვით ალაძიკებს, იქნება ღვთაებრივი : )) მე ბალი ვუქენი ალუბლის ნაცვლად, პროსტა ტკბილი გამოვიდა და ალუბლის სიმჟავე მაგრად მოუხდება.

ბადრიჯანი

ვხრაკავთ ხახვს, ვაყრით ბადრიჯანს, ასე ოთხკუთხედებად დაჭრილს და ვთუშავთ ცოტა ხანი. მერე ზემოდან მრგვლად დაჭრილი პამიდორი და ცოტა ბულგარული. და უამრავი მწვანილეულ-სუნელეულობა, ნიორი.

ბადრიჯანს ჰგავს, მაგრამ მსუბუქია - კარტოფილის უქონლობის გამო. მოკლედ, ბადრიჯანია რა : )) მიყვარს!

გემრიელია როგორც მაშინვე, ასევე გაცივების შემდეგ, ასევე მეორე დღეს საჭმელად.