5/31/2008

ალუბლის ნამცხვარი

ერთი ცალი კარაქი (ან მარგარინი) დავდოთ სითბოში დასარბილებლად.
ამასბაში გავარჩიოთ ალუბალი კურკებისგან. (მე თმის სარჭით ვარჩევ, იგივე ”შპილკით”. თქვენ თუ რამე სხვა უკეთეს იდეა გაქვთ, კომენტარებში დაწერეთ)

დარბილებული კარაქი გავთქვიფოთ და დავუმატოთ ერთი ჩ/ჭ შაქარი.
თითო-თითოდ შევათქვიფოთ 5 ცალი კვერცხი.
+ ვანილი;
+ სოდა ძმრით (1 ჩ/კ სოდა - 1ს/კ ძმარზე);
+ 1 მუჭი გახეხილი კაკალი

ამ ნარევს დავუმატოთ 2 ჩ/ჭ ფქვილი და კრგად ავთქვიფოთ.

უნდა გამოვიდეს არაჟანზე სქელი ცომი.


მოვათავსოთ ცომი წინასწარ გამზადებულ, ცხიმ-მოსმულ და ფქვილ-მოყრილ ფორმაზე.

ახლო-ახლო მოვაწყოთ ალუბლები ზევიდან და შევდგათ ღუმელში.
ვაცხოთ 150°-ზე დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. ცომი უნდა ამოვიდეს და თითქმის დაფაროს ალუბლები. (ცეცხლი მიეცით ზემოდანაც და ქვემოდანაც, თუკი თქვენს ღუმელს აქვს ამის შესაძლებლობა)

როცა შეატყობთ, რომ ზემოდან ნამცხვარი ოქროსფრად გამოცხვა, ბამბუკის წკირით შევამოწმოთ სიღრმეში გამომცხვარია თუ არა. ანუ ჩავარჭოთ და თუ სისველე ამოყვა კიდე აცალეთ ერთი 5-10 წუთი.


საბოლოოდ, ნამცხვარი ფრთხილად გადმოვიღოთ რაიმე ლანგარზე და ვაცალოთ გაციება.

ზემოდან შეიზლება მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან ქოქოსის ფანტელი.
გემოვნების მიხედვით.


გემრიელად მიირთვით :)

2 comments:

Toto said...

მაი გად როგორ მომინდა ;( ვინმეს უნდა გავაკეთებინო ერთი... :P

Ana-Khatia said...

აბა ცადე და კვერცხის გულით გააკეთე.
ცილები ათქვიფეთ და რომ გამოცხვება ზემოდან წაუსვი. მააგრად უხდება :)