საჭიროა:
- 1 კგ კარტოფილი
 - მარილი, პილპილი
 - 1 კვერცხი
 - საფანელი
 - ცოტა (ერთი მწიკვი) ფქვილი
 - ზეთი / კარაქი
 - ნახევარი ჭიქა რძე / არაჟანი / მაწონი
 
კარტოფილს საგულდაგულოდ ვფრცქვნით, ვხეხავთ წვრილ სახეხზე. დახეხილ მასას ვამატებთ არაჟანს/რძეს/მაწონს, კვერცხს და ვამარილ პილპილებთ.
კარგად ვზელთ რომ გაერთგვაროვანდეს.
შემდეგ ვყრით საფანელში არეულ ფქვილს დაფაზე, კატლეტის სტილში ვაბრტყელებთ გუნდებად გამზადებულ კარტოფილის მასას და ვაგდებ აშიშხინებულ ცხიმიან ტაფაზე. იწვება სწრაფად და მარტივად , გამოდის ტკაცუნა და გემრიელი. უხდება არაჟანიც და ტყემალიც.
ეტაპი 1
 ეტაპი 2
6 comments:
mnia mniaaaam :>
au safeneli ra ari? :(
au safeneli ra ari? :(
safaneli dafqvili suxaria igive: )
მეც ძალიან მიყვარს ლინდგრენი და ესეც მომეწონება დარწმუნებული ვარ...
საინტერესო ჩანს, კარტოფილის დიდმა მოყვარულმა აუცილებლად უნდა ვცადო
Post a Comment