2/09/2011

გამომცხვარი კარტოფილი

Bakuna_2349
ინგრედიენტები:

1 ც. დიდი კარტოფილი

4-5 ც. შამპინიონი

4-5 ს/კ გახეხილი ყველი

სუნელები

პილპილი

ზეთი

მარილი


მომზადების წესი

მთლიან კარტოფილს წავუსმევთ მარილს, ზეთს და შევდგავთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით (არაა ბევრი რადგან კანი კარგად შეიბრაწება და შიგნით კარგად გამოცხვება, ჩანგლით არ დაჩხვლიტოთ!!)

სოკოს დავჭრით და მოვთუშავთ ზეთში.

როდესაც კარტოფილი მზად იქნება გამოვიღებთ და გავჭრით შუაში სიგრძეზე.
Bakuna_2350კოვზით, ფრთხილად ამოვიყებთ გულს (ისე ამოვიღოთ რომ მარტო კანი არ დარჩეს შმილე ) და მოვათავსებთ ჯამში სოკოსთან ერთად. სოკოს და კარტოფილის გულს ერთმანეთში კარგად ავურევთ, მარილსა და პილპილს გემოვნებით გავუკეთებთ. შემდეგ ამ მასას ისევ კარტოფილში ჩავდებთ, ზემოდან გახეხილ ყველსა და სუნელებს მოვაყრით. ისევ შევდებთ ღუმელში, დაახლოებით 10-15 წუთი რომ ყველი გადნეს და ყველაფერი შეცხელდეს.

თიპ: საერთოდ კარტოფილის სატენი შეილება ნებისმერი რამით გაკეთდეს, მაგალითად ლორით ან რაიმე ბოსტნეულით, თქვენ გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკითებული.

თიპ: ძალიან უხდება არაჟანი
გემრიელად მიირთვით

No comments: