1/28/2011

ორცხობილის ცომი კრეატიული გამოყენებისათვის

მაშ ასე მეგობრებო ეს არის ცომი რომლისგანაც ორცხობილებიც ისევე წარმატებულად გამოდის როგორც მოკექსო ელემენტები. 

რეცეპტისათვის საჭიროა -
  • ერთი კალვე ”Light”, 
  • 200გრ კარაქი,
  • 2 კვერცხი, 
  • 2 ჭიქა შაქარი,
  • ერთ ჩ.კ სოდა + ძმარი, 
  • ვანილი, 
  • დარიჩინი 
  • 4-5 ჩაის ჭიქა ფქვილი (ამას შეატყობთ ცომის წებოვნების მიხედვით, არ უნდა იკრავდეს ხელს ძალიან)

დაიწყებთ ათქვეფას შემდეგი თანმიმდევრობით : კვერცხი+ შაქარი, მდნარი კარაქი, სოდა+ძმარი, დარიჩინ+ვანილი, მაიონეზი,და ბოლოს ფქვილი.

სულ ესაა მერე დააგდებთ მაგიდაზე , ფქვილმოყრილ მაგიდაზე , გააცხელებთ ღუმელს, გაცხიმავთ ”ჟაროვნიას” ან ტაფას დადებთ ზედ როგორ პოზა ფორმაშიც გინდათ ცომს და 200 გრადუსზე 15-20 წუთი აცხობთ :)

შეგიძლიათ სურვილისამებრ დაამატოთ შიგთავსი მურაბის, ჯემის ან შოკოლადის სახით.
Version 1

Version 2

No comments: