6/09/2008

აჯაფსანდალი

დღეს გავაკეთე და კოტე აღფრთოვანებული დარჩა.

გვჭირდება:
  • 2 თავი ხახვი
  • 2 კილო ბადრიჯანი
  • 1 კილო კარტოფილი
  • 5 ცალი საშუალო პომიდორი
  • 1 ”კიკნოსის” ყველაზე პატარა კონსერვი
  • თითო კონა:
    • ოხრახუში
    • კამა
    • ქინძი
    • რეჰანი
ვიღებთ დიდ ქვაბს და 2 ცალ წვრილად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ბლომად ზეთში.
ოდნავ რომ გაოქროსფერდება, ვყრით ქვაბში დაჭრილ ბადრიჯანსა და კარტოფილს.

დაჭრის წესი: ბადრიჯანს ვჭრით სიგრძეზე და კიდე სიგრძეზე. მერე კუბიკებად.
ასევე კარტოფილს კუბიკებად, ისე რომ პირში მთლიანად ჩაიდოს ადამიანმა.


როდესაც კარტოფილი კარგად მოიხარშება, ქვაბში ვასხამთ ”კიკნოსს” და ხელით დაჭყლეტილ ცოცხალ პომიდორს.
5 წუთის მერე ქვაბში ჩავუძახებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს (ცოტას მოვიტოვებთ) და გამოვრთავთ ცეცხლს.
სუფრაზე მიტანის წინ თეფშებზე გადმოღებულ აჯაფსანდალს მოვაყრით მორჩენილ ცოცხალ მწვანილს.


P.S. ეს ყველაფერი შესაძლებელია გავიმეოროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკით, რომელსაც ჩავყრით კარტოფილთან და ბადრიჯანთან ერთად, მაგრამ მე არ მიყვარს ბულგარული. :)

No comments: