9/15/2011

ორცხობილის ნამცხვარი

 მინდა ერთი მარტივი და ცოტა უცნაური რეცეპტი შემოგთავაზოთ.
ზოგჯერ ძლაიან გვინდა ხოლმე მსუბუქი ნამცხვარი ამიტომ ზუსტად ასეთის გაზიარება მაქვს გეგმაში.

ინგრედიენტები:

  • 200-300 გრამი ორცხობილა (”იუბილეინოე” ასაწონი ზუსტად ზედგამოჭრილია)
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/4 ჩ.კ (მიახლოვებით) მარილი
  • 150 გრამი კარაქი
+ ხილი ან მურაბა , მუსი ან კრემი

მომზადება:


უნდა დავფხვნათ ორცხობილა (წვრილად) ერთგვაროვან მასამდე , შევურიოთ შაქარი, მარილი და კარაქი და კიდევ კარგად მოვურიოთ.
გავახუროთ ქურა 300 გრადუსამდე .
მიღებული მასა უნდა ჩავპრესოთ ნებისმიერ სასურველ ფორმაში. ჩაპრესვა უნდა მოხდეს ან ხელით ან რაიმე მრგვალძირიანი საგნით. ფორმაში მასა უნდა განაწილდეს ზუსტად , უსწორმასწორობების გარეშე.

ღუმელში უნდა დავტოვოთ მობრაწული ქერქის გაკეთებამდე (დაახლოებით 15 წუთი), შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
შესაძლებელია ზემოდან მოესხას მურაბა და მუსი, ან სასურველი კრემი + თხლად დაჭრილი ხილი.

გემრიელად მიირთვით!