2/09/2011

მაფინები ჟოლოს კრემითა და შოკოლადით

უგემრიელესი დესერტის რეცეპტი აღმოვაჩინე და მინდა გაგიზიაროთ

ინგრედიენტები:

150 გრ. კარაქი ან მარგარინიBakuna_2361

100 გრ. შაქარი

3 ც. კვერცხი

100 გრ. შოკოლადი

150-200 გრ. ფქვილი

სოდა

ძმარი

კრემისთვის

100-150გრ ჟოლო (ან ნებისმიერი კენკრა)

300 გრ. ხაჭოს ყველი

1 ც. კვერცხი

50გრ. შაქარი

მომზადების წესი:

ცომი: კარაქს შევათქვიფოთ შაქარი, დავუმატოთ კვერცხი და დაჭრილი შოკოლადი. დავუმატოთ სოდა ძმრით და ფქვილი.  Bakuna_2360

კრემი: ათქვეფილ კვერცხ დავუმატოთ ხაჭოს ყველი და კარგად ავურიოთ. დავამატოთ ჟოლო და ფრთხილად ამოვურიოთ.

ფორმებში ჯერ ცომი მოვათავსოთ ნახევრამდე და ზემოდან 2 ჩ.კ კრემი. შევდგად ღუმელში 180 გრადუსზე 30-35 წუთით

Advice: მე მყარი სამაფინე არ მკონდა და კაღალდის ფორმაში ჩავასხი რამაც ცომისა და კრემის ერთმანეტში აზელვა გამოიცვია ზოგიერთ მაფინში, თან მაფინის ფორმაც დაეკარგა და რაგაც საოცარი ფორმის ე.წ. მაფინი გამომივიდა როგორც ფოტოზე ხედავთ.

TIP: ისე ამის გაკეთება მგონი ჩვეულებრივ ნამცხვრის ფორმაშიც შეიძლება, მაფინი კი ლამაზი შესახედავია მაგრამ როცა ფორმები არ გაქვს სხვა ალტერნატივაც არსებობს Smile

 

გემრიელად მიირთვით!

გამომცხვარი კარტოფილი

Bakuna_2349
ინგრედიენტები:

1 ც. დიდი კარტოფილი

4-5 ც. შამპინიონი

4-5 ს/კ გახეხილი ყველი

სუნელები

პილპილი

ზეთი

მარილი


მომზადების წესი

მთლიან კარტოფილს წავუსმევთ მარილს, ზეთს და შევდგავთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით (არაა ბევრი რადგან კანი კარგად შეიბრაწება და შიგნით კარგად გამოცხვება, ჩანგლით არ დაჩხვლიტოთ!!)

სოკოს დავჭრით და მოვთუშავთ ზეთში.

როდესაც კარტოფილი მზად იქნება გამოვიღებთ და გავჭრით შუაში სიგრძეზე.
Bakuna_2350კოვზით, ფრთხილად ამოვიყებთ გულს (ისე ამოვიღოთ რომ მარტო კანი არ დარჩეს შმილე ) და მოვათავსებთ ჯამში სოკოსთან ერთად. სოკოს და კარტოფილის გულს ერთმანეთში კარგად ავურევთ, მარილსა და პილპილს გემოვნებით გავუკეთებთ. შემდეგ ამ მასას ისევ კარტოფილში ჩავდებთ, ზემოდან გახეხილ ყველსა და სუნელებს მოვაყრით. ისევ შევდებთ ღუმელში, დაახლოებით 10-15 წუთი რომ ყველი გადნეს და ყველაფერი შეცხელდეს.

თიპ: საერთოდ კარტოფილის სატენი შეილება ნებისმერი რამით გაკეთდეს, მაგალითად ლორით ან რაიმე ბოსტნეულით, თქვენ გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკითებული.

თიპ: ძალიან უხდება არაჟანი
გემრიელად მიირთვით

2/02/2011

კარტოფილის მაჭკატები

ასტრიდ ლინდგრენის სიყვარულში გასწავლით ამასაც.

საჭიროა:
  • 1 კგ კარტოფილი
  • მარილი, პილპილი
  • 1  კვერცხი
  • საფანელი
  • ცოტა (ერთი მწიკვი) ფქვილი
  • ზეთი / კარაქი
  • ნახევარი ჭიქა რძე / არაჟანი / მაწონი

კარტოფილს საგულდაგულოდ ვფრცქვნით, ვხეხავთ წვრილ სახეხზე. დახეხილ მასას ვამატებთ არაჟანს/რძეს/მაწონს, კვერცხს და ვამარილ პილპილებთ.

კარგად ვზელთ რომ გაერთგვაროვანდეს.

შემდეგ ვყრით საფანელში არეულ ფქვილს დაფაზე, კატლეტის სტილში ვაბრტყელებთ გუნდებად გამზადებულ კარტოფილის მასას და ვაგდებ აშიშხინებულ ცხიმიან ტაფაზე. იწვება სწრაფად და მარტივად , გამოდის ტკაცუნა და გემრიელი. უხდება არაჟანიც და ტყემალიც.

ეტაპი 1



ეტაპი 2