7/05/2009

კარტოფილი ღუმელში

საჭირო ინგრედიენტები:
კარტოფილი
6 კვერცხი
1 დიდი არაჟანი
ბევრი სანელებლები
მარილი
პამიდორი
მწვანილი
ნიგოზი
და რამოდენიმე მეგობარი

რა უნდა გავაკეთოთ:
ვიღებთ კარტოფილს და ვჭრით კვადრატებად, ვამარილებთ და ვყრით ღუმელში ”ჟაროვნია”-ზე, დაბალ ცეცხლზე ვაცდით კარგად მოშუშვას. პარალელურად ვთქვიფავთ კვერცხს არაჟანთან ერთად და ვამატებთ სანელებლებს (რაც გაგიხარდებათ).
კარტოფილი რომ გამზადდება ვუწევთ ცეცხლს ღუმელში და ვბრაწავთ კარტოფილის გარე მხარეს. დაბრაწულ კარტოფილს ვასხვათ ზემოდან უკვე ათქვეფილ ერთგავროვან კვერცხისა და არაჟნის ნაზავს და ისევ ვდებთ ღუმელში საბოლოოდ შესაბრაწათ.
პამიდორებს გავაცალოთ კანი, ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, დავუმატოთ მწვანილი და გატარებული ნიგოზი, შეაზავეთ ძმრით, პილპილითა და მარილით.

ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს მოასხით პამიდვრის სოუსი და გემრიელად მიირთვით.



პ.ს მეგობრები არ შედის საჭმლის რეცეპტში, ისინი უბრალოდ ძალიან ახალისებენ ხოლმე მომზადების პროცესს :)