9/09/2008

შემწვარი კარტოფილი შავი პილპილით

ახლა ვაპირებ კარტოფილის შეწვას შემდეგი რეცეპტით. 
რეცეპტი ვნახე ფორუმზე მრავალ კარტოფილის შეწვის რეცეპტთა შორის.
კარტოფილს გავთლით ჩვეულებრივად, დავჭრით თხლად და შემდეგ ჩვეულებრივად ვწვავთ ზეთში.
მერე მოვაყრით მარილს და შავ პილპილს. 
ჩემი ეჭვით მოხრაკული ხახვიც მოუხდება ვისაც უყვარს.


პ.ს. პილპილი მოაყარეთ ბოლო ამოტრიალებისას. მე თავიდანვე შევურიე შეწვამდე და არ გამოვიდა კარგი. ხახვი უკვე დაბრაწულს დააყარეთ. თორემ დარბილდება კარტოფილი. 



შემწვარი ვიდზე ძაან ბანძი გამოვიდა და შეუმწვარის სურათს დავდებ.



სტაფილოს სალათა

სუპისგან მორჩენილი სტაფილო, რომელიც სულაც არ მემეტებოდა დასალპობად და ჩემს სახლში ყველა დადებულ ბოსტნეულს ეს ბედი ეწევა - გავთალე, გავხეხე, დავამატე ნიორი და მწვანილი, მოვასხი მაიონეზი - ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია, ასე ვთქვათ.

თვალში მომხვდა უკვე აგერ მეოთხე პოსტში რომ ვახსენებ, ის ხორცის ნაჭერი, რომელიც უნდა გადამეგდო, და იდეა დამებადა. ავირე, მოხარშული რადგან იყო, კარგი ხორცები ადვილად სცილდებოდა, მოვაჩიჩქნე და ავურიე ამ სტაფილოში.

აუ, რა გემრიელი იყო, რა გემრიელი იყო!

უბრალო სუპი

ესე იგი, როგორც მოგეხსენებათ - მორჩენილი მქონდა ყოვლად უვარგისი ხორცის ნაწილი.

მოვხარშე. ხორცი ამოვიღე და გავაკეთე იმ ნახარშით სუპი. ჩავყარე შიგნით კარტოფილი, ხახვი, ბულგარული, სტაფილო. ეს ყველაფერი რომ მოიხარშა, დავამატე გახეხილი პამიდორი, მერე - ქინძი, ოხრახუში,ნიორი, წიწაკა და ბოლოს - ანაკომი ჩავაფშვენი.

გემრიელი იყო, მაგრამ მერე ჩემი გათიშულობიდან გამომდინარე ჩაიდნის მაგივრად ამ სუპის ქვაბს შევუნთე გაზზე ცეცხლი და გავაგრძელე ცხოვრება. როცა შევეჭვდი, რატომ არ სტვენს აქამდე-თქო, გავედი და რას ვხედავ, წყალს იშრობს და იშრობს ეს ჩემი სუპი, კიდევ კარგი - მიწვაზე არ იყო გადასული.

გამისკდა გული, იმედი მქონდა, რომ ხვალაც გვექნებოდა საჭმელად. და გავსინჯე... შესქელებული იყო და ბევრად უფრო გაგემრიელებული O.o

უტილიზაცია By Kissie

ჩემი დევიზია - არ გადავყარო არაფერი, რა პროდუქტიც მომრჩება საჭმლის კეთების პერიოდში! არა გასაჭირის და რამის გამო, უბრალოდ, მოულოდნელი ბედნიერებები წარმოიქმდება ხოლმე ამ მონარჩენებისგან.

აი მაგალითად, ამასწინანდელი სოუსისათვის ნაყიდი ხორცის მატარა ნაწილი მომრჩა, ძარღვიანი იყო ძალიან და ვერც კი დავჭერი, რაც შემოვაჭერი ხომ კაი, დანარჩენს - შევუძახე მაცივარში. დღეს გაკეთებული ორივე კერძი მაგალითად - ამ ერთი გუნდა გადასაგდები ხორცის გაკეთილშობილებულია. ))

შემდეგი ორი პოსტი ეთმობა დღევანდელ ორ კერძს. :D

9/08/2008

ხორცის სოუზი

კულინარიის განყოფილების უქონლობამ დიდ სტრესში ჩამაგდო და მომიწია სოუზის ყოველგვარი მითითების გარეშე გაკეთება )) მაგრამ გემრიელი გამოვიდა.

მოვხარშე ხორცი, პატარაზე დაჭრილი (ძალიან პატარაზეც არა, აის ადრაც საშუალო მწვადის ნაჭრის ნახევრები რა) კაი ხანს ვხარშე დაბალ ცეცხლზე რა, მერე ჩავყარე ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, კარტოფილი რომ მოიხარშა - ხახვი (ასევე წვრილად დაჭრილი), სადღაც 5 წუტში - დახეხილი პამიდორი. მერე ისევ დაბალ ცეცხლზე ვამყოფე და ბოლოს რა თქმა უნდა, მწვანილი (ქინძი, პეტრუშკა) და ნიორი, და წიწაკა.

პირველად გავაკეთე ცხოვრებაში : )

ნიუანსებს მომდევნო გაკეთებაზე დავამუღამებ. ისე საკაიფო იყო, ხორციანის პონტშიც გამისწორდა და წვნიანის პონტშიც.

ბადრიჯანი სატენით

აიღეთ მსხვილი ბადრიჯანი, გააცალეთ კანი. თუ გრძელია მაშინ გაჭერით სიგანეზე ისე რომ 8-10 სმ-ის ზომის ნაჭრები გამოვიდეს. გული გამოთალეთ ღრმად ისე რომ 0.5სმ-ის სისქის კედლები დარჩეს. მეორე ბოლო არ უნდა გაიხსნას ან გაიხვრიტოს გულის გამოღების დროს. 
გამოღებული გული დაკეპეთ წვრილად და მოშუშეთ ხახვთან ერთად. დაუმატეთ ბულგარული წვრილად დაჭრილი, ქინძი, ნიახური და ხმელი სუნელი, ნიორი, მარილი, პილპილი. ეს ყველაფერი კარგად ჩაშუშეთ. ამ მასით გამოტენეთ გაწმენდილი ბადრიჯანი, ოღონდ პირამდე ნუ აავსებთ, და შეწვით ორივე მხრიდან.



© tukula 

პომიდორი სატენით

აიღეთ პატარა ზომის მკვრივი წითელი პომიდვრები. ყუნწის მხარე მრგვალად მოაჭერით, თესლები გამოწმინდეთ. ცალკე ჯამზე შეურიეთ ცოტა მაიონეზი, ცოტა ყველი, თუ გაბედავთ კვერცხიც, სოკო, სოსისი, ტარხუნა და მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, მოკლედ რაც მოგეპოვებათ მაცვარში გემოვნების მიხედვით. ამ მასით გამოავსეთ პომიდორი და შედგით ღუმელში 10 წთ.



© tukula

ბოსტნეულის კატლეტი

კარტოფილი, 500 კგ - დაჭერით პატარა კუბიკებად და მოხარშეთ ორთქლში.(არ დაჭყლიტოთ)
ბროკოლი, 2 ჭიქა - (დაჭერიდ წვრილად არ მოხარშოთ, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით და შემდეგ გადაწურეთ)
ისპანახი, 1 ჭიქა - (გაიმეორეთ ბროკოლის მომზადების წესი)
მწვანე გაროხი - 1 ჭიქა (კაია თუ გაროხიც ხრაშუნაა)
პური შავი ან თეთრი, 2 ნაჭერი - არ დაალბოთ, დანამეთ და გაატარეთ ან რამენაირად დაფშვენით.
ხახვი თეთრი ან მწვანე, ნახევარი ჭიქა - (გატარებული ან წვრილად დაჭრილი)
პეტრუშკა

ქინძი
ნიორი
პილპილი

მარილი
წიწაკა
ოდნავ ხმელი სუნელები
ამ ყველაფერს აურევთ კოვზით (ხელით არა, აიზილება) კარგად და პატარა გუნდებს შეწვავთ საფანელში გამოვლებულს. (გამოდის გემრიელი და ხრაშუნა კატლეტი)

პ.ს. ჩემებურ ვარიანტს გეტყვი როგორ მივირთმევ: პიტა ბრედში ვდებ ამ კატლეტს, ვასხამ ბაჟეს ზემოდან და ვაყრი ნებისმიერ სალათს. ეს იქნება კიტრი პომიდორი (პატარა კუბიკებად დაჭრილი ან კომბოსტოს სალათა) და კიდევ ვასხავ ბაჟეს ზემოდან. 




© zviangi

შემწვარი კარტოფილი ყველისა და მაიონეზის სოუსით

ვიღებთ ჟარონას და ვასხავთ მასზე ზეთს, შემდეგ ვაყრით დაჭრილ ოდნავ მარილმოყრილ კარტოფილს (თუ გიყვართ კარტოფილს სვანურ მარილში შეგიძლია აურიოთ, უბრალოდ მარილის ნაცვლად) (500გრ - 800გრ) და ვდგავთ აირღუმელში. შეგდაშიგ უნდა ვურიოთ რომ არ დაიწვას, მზად რომ იქნება ზემოდან ვასხამთ სიოუსს, 


სოუსი:
ვიღებთ 300-350 გრამ ახალ ყველს და ვხეხავთ, ვამატებთ დაახლოებით 100 გრამ მაიონეზს, 50გრ რძეს ან ნაღებს და ვთქვიFავთ ისე რომ მივიღოთ არაჟნისებური მასა, შემდეგ ამ მასას ვასხამთ შემწვარ კარტოფილზე, თანაბრად ვანაწილებთ მთელ ჟარონაზე და ისევ ვდგავთ ღუმელში. მზადაა მაშინ, როცა სოუსი შევარდისფრდება.



© BadbadGirl

ახალი კარტოფილი

აიღებთ საშუალო ზომის კარტოფილებს, გააცლით კანს და ცოტას დაამარილებთ.
აგრეთვე საჭიროა ლორი (დაფასოებული რომ არის, დაჭრილი, გრძელი, წვრილი ლორი) და ხის ჩხირები (კბილების რომაა ის, ოღონდ უხმარი biggrin.gif biggrin.gif)
მოკლედ აიღებთ ერთ ვიჩინას, მოახვევთ ერთ კარტოფილს და დაამაგრებთ ერთი ჩხირით და ასე შემდეგ რამდენიც გინდათ.
შემდეგ დააწყობთ ცხიმწასმულ ჟარონაზე და შეწვავთ დაბალ ცეცხლზე ჰაერღუმელში. სუფრაზე მიტანისას დააწყვეთ სალათის ფურცლებით "მორთულ" თეფშზე.
გემრიელიცაა და ლამაზიც. 



© Kesi