4/23/2008

ხრამუნა სალათი

ახალი სალათის ცინცხალი რეცეპტი
ვიღებთ:
სალათის ფურცლებს(კარგად გარეცხილს)
მაიონეზს
ორცხობილებს(ტრი კოროჩკი ან რაიმე მსგავსს)
უმარილო ყველს
სიმინდის კონსერვს
კიტრს

ვწიწკნით სალათის ფურცლებს ხელით რაც შეიძლება წვრილად, ვჭრით კიტრს პატარა კვადრატებად, ვხეხავთ ყველს და ვაყრით, ვასხავთ მაიონეზს (ზომიერად ბევრი არ უხდება) და ბოლოს ორცხობილად და სიმინდს. ამ ყველაფერს სულ ცოტათი ვამატებთ მარილსა და პილპილს.

გემრიელად იხრამუნეთ :)

4/20/2008

ბლინი



2 კვერცხს და წყალს ავთქვიფავთ , დავუმატებთ ფქვილს. არაჟანზე თხელი ცომი უნდა გამოვიდეს. + ცოტა ზეთი. ზეთ-წასმულ ტაფაზე ვასხამთ თხლად და ორივე მხრიდან ვწვავთ. მივირთმევთ არაჟნით ან მურაბით.

4/13/2008

სალათი ”რაც ხელთ გაქვს ”

სახლში მოვიძიოთ საშუალო სტანდარტული ბოსტნეულის ნაკრები რაც მოიცავს:
კომბოსტო, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ცოტაოდენი მწვანილი(ქინძი”პეტრუშკა”), კიტრი და შესაძლოა პამიდროიც.

ყველა ინგრედიენტს ვასუფთავებთ გულდასმით და ვჭრით ძალიან წვრილად, პამიდორს კი ვაცლით გულს და ისე ვჭრით. კარგად გადავურევთ, დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ხოლო იმისათვის რომ ეს სალათი უფრო გემრიელი და ნოყიერი გახდეს შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი სოუსებიდან ერთ ერთი -
მაიონეზი+მშრალი პიტნა/რეჰანი
არაჟანი+ცოტაოდენი ტკბილი მდოგვი
ან ზეთი + ძმარი 1 ჩ.კ


<დამატებითი რჩევა- თუ გაქვთ უმარილო ჭყინტი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ სალათს>
კარგად გადაურიეთ ცოტა ხანი დადგით რომ სოუსი კარგად გაუჯდეს და

გემრიელად მიირთვით!

4/08/2008

ბრინჯი - გარნირად

ვიღებთ გრძელ ბრინჯს და ვავლებთ ბრინჯს ასე 3 ჯერ მდუღარე წყალს.
გადავავლებთ, დავდგამთ 5 წუთით, გადავასხამთ. - ასე 3-ჯერ.

მერე ავიღებთ უკვე სახარში რაოდენობის წყალს.
დუღილს რომ მიაღწევს, დავაყრით გალინა ბლანკას ბულიონს, ნებისმიერ სამ ცალს და დავაცლით ჩაშრობას.
რომ მოიხარშება გადმოვყრით დიდ ლანგარზე და ვაყრით გემოვნებით პილპილს, უცხო სუნელსა და ზაფრანას.

ეს თავისთავად ძალიან გემრიელია.
არაჟნთან ერთად - ფანტასტიური.
შესაძლებელია გამოვიყენოთ შემწვარი ქათმის გარნირად.

4/06/2008

ჩიჟი-ბიჟი

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავასხათ პომიდორი და მოვშუშოთ ერთად.
ამასობაში გავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ.
სულ ვურიოთ.
შევაზავოთ მარილით, პილპილით და სუნელებით (გემოვნებით)
დავამატოთ ნიორი და დაჭრილი მწვანილი.

შესაძლებელია ძეხვთან და სოსისთან ერთად მომზადება.

ჭიშვტარი (არისტოკრატული)

4 ჩ/ჭ მანი და 1 ცალი რბილი მარგარინი ავსრისოთ ხელით ისე, რომ ერთგვაროვანი მასსა მოვიღოთ.
დავამატოთ 1 ჩ/კ მარილი.
1 ქილა მაწონში ჩავყაროთ 1 ჩ/კ სოდა და ჩავასხათ.
დავუმატოთ 3 კვერცხი და 1 კვერცხის ცილა, ავურიოთ ხელით კარგად.
დავამატოთ 0.5 კგ ხელით დასრესილი ჭყინტი მარილიანი ყველი (შესაძლებელია გახეხილიც)

მიღებული მასა ცხიმ წასმულ ღრმა ტაფაზე გავასწოროთ სველი ხელით.
ღუმელში შედგმამდე მოვაყაროთ დაფშვნილი ყველი
ან მოვუსვათ 1 კვერცხის გული.

შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.
ვაცხოთ საშუალო ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში.